Bootsshop

Hp Laserjet 400 mfp M425dn მულტიფუნქციური პრინტერი



გაიცემა 6 თვიანი გარანტია


აპარატი არის მულტიფუნქციური - პრინტერი, ფერადი სკანერი, ქსეროქსი სენსორული ეკრანით. კომბაინი გამოიყენება როგორც საშუალო, ასევე მცირე ოფისისთვის ან სახლის პირობებში სამუშაოდ. აქვს adf (ავტომატური მიწოდების სისტემა), ორმხრივი ბეჭდვის ფუნქცია, ქსელში მუშაობის და ასევე USBმხარდაჭერა. აპარატის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ აქვს ორმხრივი სკანირების ფუნქცია (ერთ დროულად ასკანირებს ფურცლის წინა და უკანა გვერდს) და არის ძალიან სწრაფი. დაბეჭდვის და კოპირების სიწრაფეა - 33გვ/წთ. პირველი გვერდის გამოსვლის დრო - 8წმ-ია. ბეჭდვის და სკანირების გაფართოება შეადგენს 1200X1200. თვეში მუშობის დატვირთვის რესურსია 50000 გვერდია. კომბაინი მუშაობს HP 80A CF280A და HP 80X CF280X, ტიპის კარტრიჯებზე. კარტრიჯის რესურსი ერთ დატენვაზე 80A CF280A შემთხვევაში შეადგენს 2700 გვერდს, ხოლო 80X CF280X -ს შემთხვევაში 6000 გვერდს. იტენება მარტივად, და ჩიპი არ ბლოკავს აპარატის მუშაობას. კარტრიჯის დატენვის ღირებულებაა - 25 ლარი. კომბაინი დამატებით გამოიყენება ბარათებზე, ეტიკეტებზე, კონვერტებზე, ლენტებზე, პრიალა და გლუვ ქაღლდებზე საბეჭდად. ქაღალდის წონა - 60-163 გ/მ2. აპარატის ზომებია: 44,0(სიგანე) X42,3(სიმაღლე) X 38,3(სიღრმე). წონა: 15.1 კგ. კომპლექტში შედის კაბელები და სავსე კარტრიჯი.გარანტია 6 თვე.

დეტალეურად მეორადი

ინფორმაცია

ტექნიკური დეტალები
მოდელი: Hp Laserjet 400 mfp M425dn
ბეჭვდის ტექნოლოგია: ლაზერული
ფერები: შავთეთრი
ბეჭვდის სისწრაფე: 33 გვ/წთ
ორმხრივი ბეჭდვა: კი
გაფართოება: 1200dpi
კარტრიჯის ტიპი: 80A/80X
კარტრიჯის რესურსი: 2700 გვ/ 6000 გვ

SOCIAL MEDIA
facebook twitter youtube

© MyPrint.ge